• რ. მარგიანის ქ. 3200 მესტია ·
  • +(995)596-11-26-26 ·
  • +(995)599-99-99-16 ·
 
 

ჩვენ შესახებ

სასტუმრო Banguriani მდებარეობს მესტიის ცენტრში. იგი გარშემორტყმულია უძველესი სვანური კოშკებით, ციხესიმაგრეებით და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს უძველესი მართლმადიდებლური ეკლესია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი. სასტუმროს თითოეული ნომრიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი, ულამაზესი პეიზაჟები, შუასაუკუნეების ქვით ნაშენი კოშკები და მთა „ბანგურიანი“ რომლის სახელსაც სასტუმრო ატარებს. რას ნიშნავს სახელი "ბანგურიანი არის მთა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის წყალგამყოფზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 3838 მ. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია. აქ გთავაზობთ იდეალურ სიმშვიდეს, სრულ კომფორტს გიქმნით. თავაზიანი, სტუმართმოყვარე და კვალიფიცირებული პერსონალი.

გთავაზობთ გამოიყენოთ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული წინასწარ დაჯავშნის სისტემა. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ როგორც დაჯავშნის, ასევე ტურებისა და თქვენთვის საჭირო სხვა ინფორმაციის მისაღებად.